ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს - ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით

ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„რაც შეეხება შეხვედრის ადგილს, ჩვენ მიგვაჩნია და ამას ევროპელებმაც გაუსვეს ხაზი, რომ სამიტი ნეიტრალურ ევროპაში უნდა გაიმართოს, რადგან ომი უკრაინის ტერიტორიაზე და ევროპის კონტინენტზეა. ჩვენ შვეიცარიასა და ავსტრიას ვეთანხმებით. თურქეთი? ჩვენ ამის წინააღმდეგი არ ვართ, რადგან თურქეთი ნატო-ს წევრია და ევროპის ნაწილია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეხვედრის მოსკოვში ჩატარება არ შეიძლება.

ვოლოდიმირ ზელენსკი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, აშშ-ის ადმინისტრაცია დონალდ ტრამპს, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სამმხრივი სამიტის ჩატარების შესაძლო ადგილად უნგრეთს განიხილავს.

„ეს მარტივი არ არის, რადგან ამ ომის განმავლობაში უკრაინის მიმართ ევროპულ ქვეყნებს შორის ერთიანობაა, მაგრამ გულახდილად რომ ვთქვათ, ბუდაპეშტმა მხარი არ დაგვიჭირა. არ ვამბობ, რომ ორბანის პოლიტიკა უკრაინის წინააღმდეგ იყო მიმართული, მაგრამ ის უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგი იყო“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ასევე, მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე გავლენა მოახდინოს, რათა უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ დაბლოკოს.

„პრეზიდენტი ტრამპი დაგვპირდა, რომ მისი გუნდი ამაზე იმუშავებს. ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის სუვერენული უფლებაა და ამ საკითხში აშშ მხარს დაგვიჭერს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს