ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ პუტინი შეხვედრას არ დათანხმდება, უკრაინა აშშ-ის მიერ სანქციების მეშვეობით რეაგირებას ელის

თუ პუტინი შეხვედრას არ დათანხმდება, უკრაინა აშშ-ის მიერ სანქციების მეშვეობით რეაგირებას ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ რეაგირებას მოახდენს. ისინი თავად ამბობენ: „ჯერ ორმხრივი და შემდეგ სამმხრივი შეხვედრა და რომ, პუტინი ამას დათანხმდება“. პუტინი უნდა დათანხმდეს, რადგან თუ ერთ-ერთ მხარეს ომის დასრულება არ სურს, მაშინ აშშ რეაგირებას მოახდენს. ჩვენ ომის დასრულება გვსურს და ამას ნათლად ვაჩვენებთ. ახლა ნაბიჯი რუსულმა მხარემ უნდა გადადგას“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, თეთრ სახლში შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აუხსნა, თუ დონბასის რამდენი პროცენტი აქვს რუსეთს ოკუპირებული სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

„თითქმის ოთხწლიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში მათ დონეცკის ოლქის მესამედის ოკუპაცია მოახდინეს. სწორედ ამიტომ ავხსენი, რომ საუბარი იმის შესახებ, რომ ისინი დონბასს წლის ბოლომდე დაიკავებენ უბრალოდ სიტყვებია. მთელი დონბასის ოკუპაციისთვის მათ თითქმის ოთხი წელი დასჭირდებათ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე განუცხადა, რომ „ყირიმი სრულმასშტაბიანი ომის გასაღებს წარმოადგენს“.

„ყირიმის შესახებ ბევრი ვისაუბრეთ. აღვნიშნე, რომ ეს ყველაზე დიდი პრობლემაა. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მისი აზრით, უკრაინის მიერ იქიდან გასვლა დიდი შეცდომა იყო. ასევე, აღნიშნა, რომ ყირიმი სრულმასშტაბიანი ომის გასაღებია. მისი თქმით, ობამას რომ ეს შესაძლებლობა არ მიეცა, პუტინს რომ ყირიმი და დონბასის ნაწილი არ დაეკავებინა, სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყებოდა“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის