ადვოკატმა ნინო დათაშვილის საქმის იმავე ინსტანციის სხვა სასამართლოში გადატანის შუამდგომლობა დააყენა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა

მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის ადვოკატმა თამარ გაბოძემ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა და ნინო დათაშვილის საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაცვლად, ამავე დონის სხვა სასამართლოში გადატანა მოითხოვა.

ადვოკატ თამარ გაბოძის თქმით, ნინო დათაშვილისთვის სტრესულია მისი საქმის თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა, რადგან მანდატურები, რომლებიც აღნიშნულ საქმეში ფიგურირებენ, იმავე სასამართლოში მუშაობენ, სადაც თავად მოსამართლე. მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი ობიექტურ კითხვებს ბადებს, მოსამართლის ობიექტურობასთან დაკავშირებით.

პროკურატურა აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმა. ასევე, მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„თბილისის საქალაქო სასამართლოს ვერცერთი მოსამართლე ობიექტური ვერ იქნება, რადგან მანდატურები თქვენი თანამშრომლები არიან",- განაცხადა თამარ გაბოძემ.

ასევე, მისი თქმით, წინა სასამართლო სხდომაზე მანდატურმა მის წინააღმდეგ მტრული დამოკიდებულებაც გამოავლინა.

ასევე, ბრალდებული ნინო დათაშვილი აღნიშნულ შუამდგომლობას დაეთანხმა და განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ გაჟღერებული არგუმენტები არალოგიკური და უსაფუძვლოა.

„ყველა არგუმენტი არის უსაფუძვლო. ბევრი რამ არის არალოგიკური და არგუმენტირებული. შუამდგომლობა დაკავებაზე, ერთმა მოსამართლემ გამოუშვა, მეორემ წინასწარ პატიმრობაში გამიშვა, მესამემ პატიმრობაში დამტოვა, იძულებით ფსიქიატრიული ექსპერტიზა დამინიშნეს და ა.შ. მეც ვეთანხმები ადვოკატს. ჩემთვის არ არის ადვილი ამ მანდატურების ყურება, რომლებმაც ჩემზე იძალადეს. კანონის წინაშე ყველა თანასწორია და მეც მინდა ვისარგებლო ამ უფლებით“, - განაცხადა ნინო დათაშვილმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია