ადვოკატი - საქმეს 112-ში ზარის ჩანაწერი აუცილებლად უნდა დაურთოს მოსამართლემ - რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, თურმე ატარებდნენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, რაზეც ნინო დათაშვილს ინფორმაცია არ ჰქონდა

აქტივისტ, ნინო დათაშვილის ადვოკატის, თამარ გაბოძის განცხადებით, მას აქვს მოლოდინი, რომ ბრალდებულის მიერ „112-ში“ განხორციელებული ზარის ჩანაწერი სისხლის სამართლის საქმეს დაერთვება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„მე ვფიქრობ, რომ [„112-ში“ განხორციელებული ზარის ჩანაწერი] აუცილებლად უნდა დაურთოს მოსამართლემ, იმიტომ, რომ ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ახალი მტკიცებულება, მაშინ არის დაუშვებელი მტკიცებულება, როდესაც შეგეძლო და არ ცდილობდი მოგეპოვებინა. ჩემ მიერ იქნა მოთხოვნილი „112-ისგან“ ჩანაწერის ამოღება. „112-მა“ თავიდან მითხრა უარი და მიმითითა სასამართლოს განჩინებაზე. მივმართე საქალაქო სასამართლოს, ავუხსენი, მათ შორის „112-ის“ ჩანაწერის მნიშვნელობა, რადგან თავად ნინო გახდა დაზარალებული და მსხვერპლი მანდატურების მხრიდან. შესაბამისად, მან გააკეთა შეტყობინება. სასამართლომ მითხრა უარი განჩინებით. სასამართლოს დასაბუთების ერთი გარემოება, სხვა გარემოებასთან ერთად, იყო, თითქოს ორი ამბავი ერთმანეთთან არ იყო კავშირში. იმის მიუხედავად, რომ ეს იყო ერთი ინციდენტი, ორი მხარე სხვადასხვა ისტორიას ასახავდა და ამით უნდა გამორკვეულიყო სიმართლე. მეორე ყველაზე საოცარი იყო ის, რომ სასამართლომ თვისი ტენდენციურობა და დამოკიდებულება განჩინებაშიც გადაიტანა. თავისი განწყობა განჩინებაში გადაიტანა და სასამართლომ განმარტა, რომ ადვოკატს „112-ის“ ჩანაწერები სჭირდება ნინო დათაშვილის გასამართლებლად. ეს იყო უარის საფუძველი. მე, რა თქმა უნდა, ნინო დათაშვილის გასამართლებლად მჭირდება ყველაფერი, რაც მოვიპოვე, ეს ჩემი პროფესიული ვალდებულებაა. ნამდვილად მაქვს იმის მოლოდინი, რომ ეს დაერთვება სისხლის სამართლის საქმეს.

რაც შეეხება ექსპერტიზის დასკვნას, ის არ არის ნინოს საწინააღმდეგო, მაგრამ კანონის მოთხოვნების გვერდის ავლითაა მოპოვებული, უხეშადაა დარღვეული საპროცესო ნორმები. ატარებდნენ ფსიქიატრიულ ექსპერტიზას თურმე და ნინო დათაშვილს ამის შესახებ ინფორმაციაც არ ჰქონდა. ეს არის სერიოზული დარღვევა. ყველაფერზე უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ადამიანს, როდესაც ხდება მის თავს სამედიცინო მანიპულაცია. მიუხედავად იმისა, ეს ექსპერტიზა ადასტურებს, რომ თავიდანვე უსაფუძვლო იყო ხერხემლის დიაგნოზის გამო მისი ჩატარება, აღნიშნული არის მოპოვებული კანონის გვერდის ავლით“,- განაცხადა თამარ გაბოძემ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო