ნინო დათაშვილის საქმის პროკურორი - არც ექსპერტიზის სახეობა და არც ფორმა არ შეცვლილა, მხოლოდ კვლევის მეთოდია განსხვავებული

ბრალდებულის ნებართვა რომ არ ყოფილიყო, საექსპერტო ნებართვა ვერ გაიცემოდა - არც ექსპერტიზის სახეობა და არც ფორმა არ შეცვლილა, მხოლოდ კვლევის მეთოდია განსხვავებული, - ამის შესახებ მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის ნინო დათაშვილის საქმის პროკურორმა მედეა ცირამუამ განაცხადა.

მისი თქმით, ფსიქიატრიული ექსპერტიზა მას შემდეგ დაინიშნა, რაც დაცვის მხარემ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დოკუმენტები წარადგინა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ პირის მკაცრად პერსონალური ინფორმაციის ასე საჯაროდ განხილვა გვიწევს. ადვოკატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი გახდა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის საფუძველი, შემდგომი პროცედურული საკითხია ის, რომ საექსპერტო დაწესებულება, ექსპერტიზის ჩატარების შემდგომ გასცემს დასკვნას. ამ ექსპერტიზის დასკვნას გაცემის შემდეგ მხარე წარადგენს სასამართლოში. სწორედ ეს საკითხი გავიარეთ დღეს. ასევე, პროცედურული საკითხია საექსპერტო დასკვნის გამცემი პირის, დასაკითხ პირთა სიაში დამატება. არცერთი პირი, გარდა ექსპერტისა, არ არის უფლებამოსილი სამართლებრივად ისაუბროს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ეს არ არის ვინმეს სადამსჯელო ღონისძიება. სამედიცინო დოკუმენტში იყო მითითებული თანმხლები დაავადება და სწორედ ეს გახდა საფუძველი ექსპერტიზის დანიშვნის. კანონის დარღვევას ადგილი არ ქონია. არც ექსპერტიზის სახეობა და არც ფორმა შეცვლილა, მხოლოდ კვლევის მეთოდია განსხვავებული. ექსპერტიზა არის ერთი ფსიქიატრიული. სწორედ ბრალდებულის ინტერესი გავითვალისწინეთ, რომ არ აღქმულიყო როგორც სადამსჯელო ღონისძიება. ადვოკატები აცხადებდნენ უარს აღნიშნულ ექსპერტიზაზე. დადგენილების შეცვლას ადგილი არ ჰქონია.

ამბულატორიული ექსპერტიზა არ საჭიროების სასამართლოს მხრიდან ნებართვას, შესაბამისად არ მივმართეთ სასამართლოს. ბრალდებულის ნებართვა რომ არ ყოფილიყო საექსპერტო ნებართვა ვერ გაიცემოდა. ბრალდებული ექსპერტს გაესაუბრა. კითხვები მოატყუა თუ არა ექსპერტმა ბრალდებული, დაცვის მხარემ უნდა დაუსვას ექსპერტს. თუ კი ნინო უარს განაცხადებდა ექსპერტიზაზე, დასკვნაში ეს ასახული იქნებოდა. ნინო თანახმა იყო ექსპერტს გასაუბრებოდა. მხარეს უფლება აქვს ნებისმიერ ეტაპზე შეცვალოს პოზიცია, ეს შეიძლება მათი დაცვის სტრატეგია იყოს", - განაცხადა მედეა ცირამუამ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.

აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო