აშშ და ევროკავშირი „ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ“ მიღწეული შეთანხმების შესახებ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ

სავაჭრო ხელშეკრულება სამართლიანი, დაბალანსებული და ორმხრივად მომგებიანი ვაჭრობისა და ინვესტიციების მიმართ ევროკავშირისა და აშშ-ის ერთგულებას ადასტურებს, - ამის შესახებ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ ერთობლივი განცხადების“ ტექსტშია ნათქვამი.

„ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი მოხარული არიან განაცხადონ, რომ ორმხრივი, სამართლიანი და დაბალანსებული ვაჭრობის ჩარჩო ხელშეკრულების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს“, - ნათქვამია ტექსტში.

შეთანხმების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ და ევროკავშირი „ამ ჩარჩო ხელშეკრულებას განიხილავენ, როგორც პირველ ნაბიჯს პროცესში, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გაფართოვდეს და დამატებითი სფეროები მოიცვას“.

შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი აპირებს გააუქმოს ტარიფები აშშ-ის ინდუსტრიულ პროდუქტებზე და ბაზარზე წვდომისას პრიორიტეტი მიანიჭოს აშშ-ის ზღვის პროდუქტებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების მრავალ სახეობას.

შეთანხმების ფარგლებში, აშშ ვალდებულებას იღებს, რომ ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტესობაზე 15%-იან ტარიფებს დააწესებს.

შეთანხმების მიხედვით, ევროკავშირი გეგმავს, რომ აშშ-დან სამხედრო და თავდაცვითი აღჭურვილობის შესყიდვები გაზარდოს.

„ეს ვალდებულება ასახავს საერთო სტრატეგიულ პრიორიტეტს, რომელიც მიზნად ისახავს ტრანსატლანტიკური თავდაცვითი ინდუსტრიული თანამშრომლობის გაღრმავებას, ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ევროპელი მოკავშირეები ყველაზე მოწინავე და საიმედო თავდაცვის ტექნოლოგიებით იყვნენ აღჭურვილნი“, - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი