The Guardian - დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ

დონალდ ტრამპს სურს, რომ პუტინმა და ზელენსკიმ შეხვედრა მისი მონაწილეობის გარეშე დააორგანიზონ. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს თქმით, დონალდ ტრამპი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დასრულებაზე მოლაპარაკებებიდან უკან დგამს ნაბიჯს და სურს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერებმა მისი პირდაპირი ჩართულობის გარეშე დააორგანიზონ შეხვედრა.

ტრამპის ხედვით, უკრაინაში ომის დასასრულებლად შემდეგი ნაბიჯი უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმირ პუტინის ორმხრივი შეხვედრაა.

წყაროს ცნობით, ბოლო დღეებში ტრამპმა თავის მრჩევლებს უთხრა, რომ ის ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივ შეხვედრას მხოლოდ მას შემდეგ უმასპინძლებს, რაც ისინი ჯერ ერთმანეთს შეხვდებიან.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს