კახა კალაძე - ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას, არ დაუშვებს, რომ გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა - ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის

გვახსოვს რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის , - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა. კალაძემ უპასუხა 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებების თაობაზე კითხვას.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში „სახელმწიფო გადატრიალებას“.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა იყო. ამის სურვილი ახლაც არსებობს. სხვათა შორის, მცდელობებიც იმ რადიკალების გამოყენებით, რომლებიც ქვეყნის შიგნით გვყავს აგენტურის სახით. მგონია, რომ ამ ტიპის მცდელობები გაგრძელდება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება, ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალებას, არ დაუშვებს იმას, რომ გარედან მართულმა დაჯგუფებებმა მოაწყონ სისხლისღვრა ქვეყანაში და ხალხის დაპირისპირება, ეს არ მოხდება. ქვეყანაში ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოწოდების სიმაღლეზე იყოს. თუ ვინმეს უნდა ხელისუფლების შეცვლა, ცხადია, ყველა ხელისუფლების მხარდამჭერი ვერ იქნება. ვიღაცას არ მოსწონს ხელისუფლება, ვიღაც შეიძლება სხვანაირად ფიქრობდეს, ამისთვის არსებობს არჩევნები. ეს არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი. როდესაც გინდა ხელისუფლების შეცვლა, არჩევნებში ხალხის უმრავლესობამ მისი პოზიცია უნდა დააფიქსიროს, მაგრამ როდესაც უმცირესობაში ხარ და გინდა ძალით გადატეხო სიტუაცია, ხალის დაშინებით, ცემით, ეს წარმოუდგენელია, ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს სიმშვიდე, ვინც არ უნდა იყოს გარედან ჩარეული. წლების წინ ჩვენ გვახსოვს რევოლუციის მოწყობის რამდენიმე მცდელობა, ასეთი ქმედებები ყოველთვის განწირული იქნება მარცხისთვის“,- განაცხადა კალაძემ.

ამასთან, მან თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრა, თუმცა განმარტა, რომ მისი ინტერესის საგანი არ არის, ვინ არიან ოპოზიციის მიერ წარდგენილი მერობის კანდიდატები.

„არანაირი ინტერესი არ მაქვს ვისაუბრო ოპონენტებზე, მე ვესაუბრები მოსახლეობას, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ვისაუბრო იმ პროექტებზე, რაც გავაკეთეთ. ყოველდღიურად ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე. არც იმის გვერიდება ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე და პრობლემებზე, რომელიც თბილისში ძალიან ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ძალიან ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, თბილისი უძველესი ქალაქია, თავისი სიძველიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს. ბევრი ადამიანი შეიძლება ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს, თუმცა ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, თუ როგორ გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს“,-განაცხადა კალაძემ.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
„ლისი დეველოპმენტმა“ საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო მოიპოვა
კულტურისა და სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლები როუმინგში GLOBALCELL-ის უფასო ინტერნეტით ისარგებლებენ
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში