კახა კალაძე - არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე - მე ვესაუბრები მოსახლეობას

ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მას ორი ოპოზიციური ძალის საერთო მერობის ერთიან კანდიდატზე საუბრის ინტერესი არ აქვს.

„მე არანაირი ინტერესი არ მაქვს, ვისაუბრო ოპონენტებზე. მე ვესაუბრები მოსახლეობას, თბილისში მცხოვრებ ადამიანებს, ვსაუბრობ იმ პროექტებზე, რაც გავაკეთეთ, ასევე სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზეც. არც იმის გვერიდება, რომ ვისაუბროთ იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე, რომლებიც თბილისში ძალიან ბევრია, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქისთვის ბევრი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. თბილისში, თავისი სიძველიდან გამომდინარე, ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს.

ბევრი ადამიანი, შესაძლოა, ამ პრობლემებს ვერ ამჩნევს, ვერ ხედავს, თუმცა ჩვენ პულსზე გვიდევს ხელი და ვიცით, როგორ ვუპასუხოთ ყველა გამოწვევას და გადავლახოთ ყველა პრობლემა, რომელიც დღეს დედაქალაქში არსებობს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს