კახა კალაძე - ყველამ შეძლო იმის ნახვა, რომ მზია ამაღლობელი პოლიციელს ხელს ურტყამს, წარმოუდგენელია, ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ყველამ ვიცით

არსებობს კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მტკიცებულებები, როდესაც ადამიანები დანაშაულს ჩადიან. მიმდინარეობს პროპაგანდა, რომ ვიღაცები გადაარწმუნონ ან აზრი შეუცვალონ, მაგრამ რას ვუშვებით იმ კონკრეტულ ფაქტებს, ამ ადამიანების დანაშაულებრივ ქმედებებს? , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, დაკავებულ ჟურნალისტ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ყველამ დაინახა, თუ როგორ არტყამს მზია ამაღლობელი პოლიციელს ხელს, რაც წარმოუდგენელია. კახა კალაძის თქმით, ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ყველამ კარგად იცის.

„ყველამ შეძლო იმის ნახვა, რომ ქალბატონი მზია ამაღლობელი პოლიციელს ხელს ურტყამს, წარმოუდგენელია. ასეთი ქმედებებისთვის ევროპული პოლიცია როგორ მოქმედებს, ყველამ ვიცით. შესაბამისად, ყველა განცხადების, რომელსაც საქართველოსთან მიმართებით ვისმენთ, მთავარი მოტივაცია არის, რომ როგორმე დააზიანონ ქვეყნის იმიჯი, დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და ამაში ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ. ხალხმა ძალიან კარგად იცის, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც გარედან გაგიჟებულები იბრძვიან, ვითომ საქართველოს დემოკრატიისთვის, ვითომ ჩვენს ქვეყანასა და ხალხზე გული შესტკივათ - რეალურად, მათი მთავარი ამოცანა და მიზანი არის, რომ როგორმე ხელისუფლების სადავეები ხელში ჩაიგდონ იმისთვის, რომ ხვალ როგორც კი გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინვე ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართონ და გააღვივონ ის პროცესები, რაც ხდება, ამისთვის სჭირდებათ ქვეყანა. არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ ჩვენი ულამაზესი სამშობლო გამოყენებული იყოს ვიღაც დიდი ქვეყნის ინტერესებისთვის და ამ ყველაფერს შეეწიროს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, ჩვენი ინფრასტრუქტურა, მოსახლობა, ჩვენი ჯარისკაცები, არავის მივცემთ ამის საშუალებას“,- განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია