ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი დაიწყებს მოლაპარაკებებს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების დავალება გასცა.

მისივე თქმით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმები.

„მოვედი, რათა დავამტკიცო ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ეს ორი საკითხი - „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლება - ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„ჰამასი“ ორშაბათს დათანხმდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ შემუშავებულ წინადადებას 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევრის გათავისუფლებას გულისხმობს. ნეთანიაჰუმ აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო. „ჰამასმა“ ისრაელის პრემიერი შუამავლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადების უგულებელყოფასა და შეთანხმების მიღწევისთვის დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს