ანდრიუს კუბილიუსი - როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს დაჰპირდა

ვინ არის კრემლის ნამდვილი მმართველი: პუტინი თუ ლავროვი? - ასე ეხმაურება ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საკითხის რუსეთის მონაწილეობის გარეშე განხილვას აზრი არ აქვს.

„როგორ შეუძლია ვინმეს პუტინთან რაიმეზე მოლაპარაკება, თუ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შემდეგ ლავროვი საჯაროდ უარყოფს ყველაფერს, რასაც პუტინი ტრამპს ორმხრივ შეხვედრაზე დაჰპირდა. შესაძლოა, პუტინი კრემლის ნამდვილი მმართველი არ არის?“- წერს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე.

შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ დათანხმდება იმას, რომ უსაფრთხოების, მათ შორის კოლექტიური უსაფრთხოების საკითხები რუსეთის ფედერაციის გარეშე გადაწყდეს.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!