კაია კალასი - უკრაინის მიერ ტერიტორიის დათმობების შეთავაზება პუტინის ხაფანგია, რომელშიც ჩვენი გაბმა სურს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი აცხადებს, რომ უკრაინა არ უნდა აიძულონ, მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში რუსეთს ტერიტორიები დაუთმოს.

„რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიების შენარჩუნების უფლების მიცემა ხაფანგია, რომელშიც პუტინს სურს, რომ გავებათ“, - აღნიშნა კალასმა.

მისი თქმით, საჭიროა უკრაინის სანდო და მტკიცე უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა.

„უსაფრთხოების ყველაზე ძლიერი გარანტია უკრაინის ძლიერი არმიაა“, - განაცხადა კალასმა და ხაზი გაუსვა ისეთი გარანტიების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც „მხოლოდ ქაღალდზე არ დარჩება“.

ალასკის სამიტზე საუბრისას კალასმა განაცხადა, რომ პუტინმა მიიღო ყველაფერი, რაც სურდა.

„მას ისე თბილად დახვდნენ და სურდა, რომ სანქციები არ დაეწესებინათ, რასაც ასევე მიაღწია. პუტინი უბრალოდ იცინის, მკვლელობებს კი არ წყვეტს, არამედ უფრო მეტს სჩადის. გვავიწყდება, რომ რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წავიდა“, - აღნიშნა კალასმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი