შსს - ნარკოდანაშაულისთვის პოლიციამ კიდევ 44 პირი დააკავა - ბოლო ორი თვეში ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით სულ 1 417 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, კიდევ 44 პირი დააკავეს.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით 1 417 პირია დაკავებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბოლო პერიოდში გამოვლენილი და აღკვეთილია ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის არაერთი ფაქტი. მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი მასშტაბური საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს, რომლის შედეგად ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის, რეალიზაციის მომზადების, რეალიზაციის მცდელობის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისა და შეძენა-შენახვის ბრალდებით, დაკავებულია 44 პირი და ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, არაერთი ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარეს. დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სხვადასხვა მეთოდითა და გზით სისტემატურად ყიდდნენ.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა.

პოლიციამ, დაკავებულების ავტომობილების, პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, წებოვანი ლენტები და ელექტრო სასწორები. ხოლო, ერთ-ერთი დაკავებულისგან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე ტერცია და 260-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, სასჯელის ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ სამართალდამცველებმა ბოლო ორი თვის განმავლობაში, ნარკოტიკული დანაშაულის ბრალდებით დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 1 417 პირი, რომელთაგან საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი ნარკორეალიზატორია“, - განაცხადა დარახველიძემ.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია