გიორგი ბოტკოველი - გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა „ოცნების“ რუსული ნარატივი, იმპიჩმენტისთვის კი აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა, თუ სურთ, რომ წარმოჩინდნენ ნამდვილად ოპოზიციად

გორის საკრებულოს თავმჯდომარემ გააჟღერა „ოცნების“ რუსული ნარატივი, იმპიჩმენტისთვის კი აუცილებელია გახარიას წარმომადგენლების ხელმოწერა, თუ სურთ, რომ წარმოჩინდნენ ნამდვილად ოპოზიციად,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.

გიორგი ბოტკოველის განცხადებით, საზოგადოებამ შეაფასა „ის სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, რომელიც მოვისმინეთ გორის საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან, რაც არავის არ გაჰკვირვებია“.

„მისი არაერთი განცხადება მოგვისმენია, რომელიც პირდაპირ ჯდება რუსულ ნარატივში და იმ პოზიციაში, რა პოზიციაც გააჩნია ზოგადად დღევანდელ ე.წ. ხელისუფლებას. მან გააჟღერა „ოცნების“ ის პოზიცია, რომელსაც მუდმივად ვისმენთ და საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამას აკეთებს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, ნაომარი ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც პირდაპირ დავალებას ასრულებს ივანიშვილისას და ეს არის მათი რეალური სახე.

რაც შეეხება იმპიჩმენტის პროცედურას, ჩვენ გუშინვე დავიწყეთ აღნიშნული პროცედურა, სადაც ჩვენ გვყავს 9 საკრებულოს წევრი, აღნიშნულ საკითხს სჭირდება 12 ხმა. რეალური ოპოზიციის შემთხვევაში 12 ხმა არის შესაძლებელი, ჩვენ უკვე მეორე დღეა ველოდებით „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს, პირველ ეტაპზე უარი განაცხადეს, შემდეგ თითქოს ჩვენ დავაბრალეთ, რომ მათ უარი განაცხადეს და მერე ვითომ გამოასწორეს და განცხადება გაავრცელეს, მაგრამ საღამოს ეს ადამიანები დაიკარგნენ და ვერ მოახერხეს ხელის მოწერა იმ დოკუმენტზე, რომელი დოკუმენტიც რეალურად საჭიროა იმპიჩმენტის პროცედურის განსახორციელებლად.

ამიტომ მათ კიდევ აქვთ დრო და თუ ვინმესთან სურთ წარმოჩინდნენ ოპოზიციურ პარტიად დროზე მოახდინონ აღნიშნული დოკუმენტის ხელმოწერა, რადგან დროულად დავიწყოთ პროცედურები“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ქორჩილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი არის დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის