ვოლოდიმირ ზელენსკი - დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა - უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია

დღეს სრულმასშტაბიანი ომის 1 276-ე დღეა. უკრაინა რუსეთის წინააღმდეგ დამოუკიდებლობისთვის ომში იმაზე მეტხანს იბრძვის, ვიდრე მსოფლიოში ვინმე ელოდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს უკრაინელი ხალხის პატრიოტიზმისა და ქმედითობის შედეგია. იმ მეომრების შედეგი, რომლებიც გმირულად იბრძვიან უკრაინის სახელმწიფოსთვის და ანადგურებენ ოკუპანტს.

„უდავოა, რომ ძლიერი და ქმედითი უკრაინული არმია ყველაზე საიმედო უსაფრთხოების გარანტიაა ჩვენი ხალხისთვის. თუმცა, ჩვენ ასევე გვჭირდება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები ყველასგან, ვინც მშვიდობას ეძებს. ყოველ დღე, შეერთებულ შტატებთან, ევროპასთან და ჩვენს ყველა პარტნიორთან ერთად, ვმუშაობთ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. უკრაინამ უნდა მიაღწიოს თავის მიზნებს და ეს მიზნები სამართლიანია: სიცოცხლის დაცვა, დამოუკიდებლობის დაცვა და უკრაინისთვის ღირსეული მშვიდობის უზრუნველყოფა“, - წერს ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს