თინა ბოკუჩავა - დავით რაზმაძე მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახეა - ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გახარიას საკრებულოს წევრები მის იმპიჩმენტს

ღიად პრორუსი, მოღალატე, სამარცხვინო ადამიანი დავით რაზმაძის სახით, ოკუპანტის სახელით შეურაცხყოფს ქართულ ჯარს, ქართველ გმირებს, გიორგი ანწუხელიძეს, ქართულ სახელმწიფოს,- ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის განცხადებას, რომელიც მან გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გააკეთა.

ბოკუჩავას განცხადებით, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ უჭერს „გახარია-საქართველოსთვის“ წევრები დავით რაზმაძის იმპიჩმენტს მხარს.

„დავით რაზმაძე რომ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს გორის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე, თავისთავად გასაკვირი არ არის, რადგან სწორედ ის არის სამარცხვინო, მოღალატე ივანიშვილის რეჟიმის საუკეთესო სახე. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რატომ არ უჭერენ მხარს ოპოზიციად წოდებული, ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარიას საკრებულოს წევრები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს წევრების ინიციატივას, ამ სამარცხვინო მოღალატის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. ისინი გუშინ მთელი დღის განმავლობაში იმალებოდნენ, რომ დღე ისე დასრულებულიყო, პროცედურულად მსვლელობა არ მისცემოდა იმპიჩმენტს. ახლა აცხადებენ, რომ ისინი ქალაქიდან არიან გასული, რაც კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ქვეყნიდან გაქცეული ყოფილი სუპერძალოვნის, გიორგი გახარიას პარტია დღემდე კოლაბორაციაში მოღალატე, „რუსულ ოცნებასთან“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

გორის საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, გორის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით რაზმაძის იმპიჩმენტის სამართლებრივ პროცედურებს იწყებენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ გორის საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა, ბექა ქორჩილავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიზეზი არის დავით რაზმაძის მიერ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები.

ინფორმაციისთვის, გორის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გამოცემა The New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა: „რუსები აქ, როგორც მშვიდობისმყოფელები შემოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ შემოვიდნენ, ვინაიდან, მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ“. რაზმაძის ინტერვიუ ამერიკული გამოცემის საქართველოს შესახებ ვრცელი სტატიის ნაწილია, სათაურით - “ როგორც დავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის წინა ხაზამდე”. The New York Times წერს, რომ ინტერვიუში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ 2008 წლის აგვისტოს რუსეთის აგრესია საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს დააბრალა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია