სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო მინისტრები ევროკომისიას - უკრაინამ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ სამი თავდასხმა განახორციელა - მოვუწოდებთ ევროკომისიას, უზრუნველყოს წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ნავთობსადენ „დრუჟბაზე” თავდასხმებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს და ევროკომისარს ენერგეტიკის საკითხებში, დენ იორგენსენს წერილი გაუგზავნეს და ევროკომისიას მოუწოდეს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულება.

„გაცნობებთ, რომ უკრაინამ სამი თავდასხმა განახორციელა ნავთობსადენ „დრუჟბაზე“, რომელიც უნგრეთისა და სლოვაკეთის ენერგოუსაფრთხოებაში კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ამ თავდასხმებმა ორივე ქვეყანაში ნავთობის მიწოდების შეჩერება გამოიწვიეს. ბოლო თავდასხმის შედეგად, ნავთობის მიწოდება, როგორც ჩანს, სულ მცირე ხუთი დღით შეწყდება. ფიზიკური და გეოგრაფიული რეალობიდან გამომდინარე, ამ მილსადენის უსაფრთხოების გარეშე ჩვენი ქვეყნების უსაფრთხო მომარაგება უბრალოდ შეუძლებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სლოვაკეთისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა და მისმა წევრებმა უკრაინას ასობით მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინეს, უკრაინის მოქმედებები მიუღებელია.

„იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირმა და მისმა წევრებმა უკრაინას ასობით მილიარდი ევროს ღირებულების მხარდაჭერა აღმოუჩინეს, მიგვაჩნია, რომ უკრაინის ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქმნის სლოვაკეთისა და უნგრეთის ენერგო უსაფრთხოებას, სრულიად მიუღებელია“, - აღნიშნულია წერილში.

მინისტრები ევროკომისიას მოუწოდებენ, დაიცვას განცხადებაში ხაზგასმული ვალდებულებები და უზრუნველყოს მისი წევრი სახელმწიფოების ენერგომომარაგების უსაფრთხოება.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია