დავით მათიკაშვილი - ერთი ხელით ხდება სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო უწყებების მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ევროჩინოვნიკები საქართველოსა და ქართველ ხალხს ემუქრებიან და ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ

როდესაც ევროკომისია, ევროპის ანტიკორუფციული კვლევითი ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით აქვეყნებს შესაბამის დასკვნას, სადაც 10-ბალიანი სისტემიდან, სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით 6.63, დაახლოებით 7 ქულამდე იღებს საქართველო და უსწრებს ძალიან ბევრ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, კანდიდატ ქვეყნებზე აღარ არის საუბარი, - ასე შეაფასა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის 2024 წლის ანგარიშის ფარგლებში, ევროკომისიის მიერ გავრცელებული სასამართლოს დამოუკიდებლობის ინდექსი.

მათიკაშვილის განცხადებით, ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო უწყებების მაღალი შეფასება, მეორე ხელით კი, ცალკეული ევროპული სტრუქტურები და ჩინოვნიკები, საქართველოს და ქართველ ხალხს ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით აშანტაჟებენ.

„საქართველო, ამ დამოუკიდებლობის ხარისხის მიხედვით, ოცეულშია ევროპაში. როდესაც ერთი ხელით ხდება საქართველოს სასამართლო სისტემის და ზოგადად, სახელმწიფო უწყებების ესოდენ მაღალი შეფასება, მიუკერძოებლობის და გამჭვირვალეობის თვალსაზრისით და მეორე ხელით, ევროკომისია და ევროპული, ცალკეული სტრუქტურები, ევროჩინოვნიკები საქართველოს და ქართველ ხალხს ემუქრებიან და აშანტაჟებენ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით, იმ ფონზე, რომ გადაწყვეტილება მიიღოს ქართველმა ხალხმა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და აგენტურა დააბრუნოს ხელისუფლებაში. აქედანვე ხომ ძალიან კარგად ჩანს, რომ სამწუხაროდ, დღეს, ევროჩინოსნებს აკლიათ სუვერენიტეტი და ისინი ევროკავშირის ინტერესებიდან არ გამომდინარეობენ", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს