The Moscow Times - უკრაინული დრონების დარტყმების გამო რუსეთმა შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოს რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა

უკრაინული დრონების დარტყმების გამო რუსეთმა შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოს რამდენიმე მსხვილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Moscow Times ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დრონების თავდასხმებმა, რომლებიც აგვისტოში განახლდა და უკვე მინიმუმ 7 მსხვილ ქარხანას შეეხო, შესაძლოა, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს რუსეთის ეკონომიკის ამ სფეროს. აგვისტოს თვის დასაწყისიდან დრონებით დარტყმების გამო რუსეთში მუშაობა შეაჩერეს სიზრანის, ნოვოკუიბიშევოს, სარატოვისა და ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხნებმა. მუშაობა ნახევრად შეაჩერა რიაზანის “როსნეფტის” ქარხანამ, რომელიც საწვავით მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს ამარაგებს. დრონებით დარტყმები ასევე განხორციელდა სლავიანსკის, აფიპსკისა და მოვოშახტინსკის ქარხნებზე.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული ქარხნები დიდი ხნით ან “თუნდაც სამუდამოდ” შეიძლება იქნას გამოყვანილი მწყობრიდან. აღინიშნება, რომ გასულ წელს უკრაინული დრონებით დარტყმებმა რუსეთში ნავთობგადამუშავება უკვე 12-წლიან მინიმუმამდე დაიყვანა - 267 მილიონი ტონა, თუმცა დარტყმები მაშინ ლოკალური, როგორც წესი ერთი ქარხნის წინააღმდეგ იყო. როგორც გამოცემა წერს, ახლა კამპანია მოხმარებისა და გადამუშავების ყველა საკვანძო რეგიონის წინააღმდეგაა მიმართული, რამაც საწვავის ბაზრისთვის “უპრეცედენტო” შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი