თბილისში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა

თბილისში ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა.

შემთხვევა გუშინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2000 წელს დაბადებული თ.გ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მეუღლეს - 2003 წელს დაბადებულ ლ.გ.-ს, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ