ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს

პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს.

სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში მიმდინარეობდა.

პოლიტიკოსის სხსოვნას პატივი მიაგეს და ოჯახს მიუსამძიმრეს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა, პოლიტიკოსებმა, მათ შორის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა.

ბიზნესმენი და პოლიტიკოსი ლევან გაჩეჩილაძე 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ინფორმაციისთვის, პოლიტიკური კარიერა გაჩეჩილაძემ დაიწყო 1999 წელს, როცა გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი. 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. ის მალევე გამოეყო უმრავლესობას და დავით გამყრელიძესთან ერთად შექმნა პარტია ახალი მემარჯვენეები. 2002 წლის ადგილობრივი არჩევნების შემდეგ გაჩეჩილაძე გახდა თბილისის საკრებულოს წევრი "მემარჯვენეების" სიით. 2003 წელს მას პარტიის წევრებისგან განსხვავებული შეხედულება აღმოაჩნდა "ვარდების რევოლუციასთან" დაკავშირებით, რის გამოც დატოვა პარტიის თავმჯდომარის პოსტი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის ვაკის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკი „ახალი მემარჯვენეები“. 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იყო გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე. მიიღო ხმათა 25.7%. 2008 წლის 7 ივნისიდან 2008 წლის 20 ივნისამდე პერიოდში იყო საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „გაერთიანებული ოპოზიცია (ეროვნული საბჭო, მემარჯვენეები)“.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო