დავით მათიკაშვილი - ყველა ის რესურსი, რომლითაც სარგებლობენ რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან შემოსული, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია -  როგორც კი პროტესტი კანონის ფარგლებს გასცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური

ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.

მათიკაშვილი გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, „რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა“.

დეპუტატის შეფასებით, ამგვარი ნაბიჯები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული.

„ისინი ცხადია, საკუთარი მიზნებს ვერ მიაღწევენ. ყველა ის რესურსი, რომლითაც სარგებლობენ რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან შემოსული, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. თუკი ნებისმიერი პროტესტი იქნება კანონის ფარგლებში, ქვეყანა არის დემოკრატიული და ეს გასაგებია. როგორც კი ეს კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს