ვლადიმერ ბოჟაძე - ხაბეიშვილი არ მალავს, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება 4 ოქტომბრისთვის, მაგრამ არა არჩევნებისთვის, არამედ დამხობისთვის - რამდენად თანხვედრაშია „მშვიდობიანი“ და „დამხობა“, ცალკე თემაა, მაგრამ ამაზე რომ მუშაობენ, დადასტურებულია

ლევან ხაბეიშვილი არ მალავს და ადასტურებს კიდევაც, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება 4 ოქტომბრისთვის, მაგრამ არა არჩევნებისთვის, არამედ დამხობისთვის - რამდენად არის „მშვიდობიანი“ და „დამხობა“ ერთმანეთთან თანხვედრაში, ეს ცალკე თემა არის, მაგრამ ის, რომ რადიკალური ოპოზიცია ამ გეგმაზე მუშაობს ეს დადასტურებულია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, 4 ოქტომბერს არჩევნები ჩატარდება კონსტიტუციის და კანონმდებლობის სრული დაცვით. ბოჟაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება ბევრი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე და ქართველმა ხალხმა საკუთარი არჩევანი კიდევ ერთხელ გააკეთოს.

„თქვენ იცით, რომ ოპოზიცია ემზადება არეულობისთვის და დესტაბილიზაციისთვის. ნაწილი, რომელიც არჩევნებში იღებს მონაწილეობას, ფიქრობს, რომ სწორედ 4 ოქტომბერი უნდა იყოს ის თარიღი, რითაც, არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. რა თქმა უნდა, გამარჯვების შანსი, არა მხოლოდ ირაკლი კუპრაძეს, არამედ ოპოზიციის მიერ წარდგენილ ნებისმიერ კანდიდატს არ ექნება ქვეყნის რეგიონებში, მაგრამ ის გეგმა, რომელიც არჩევნების შემდგომი პერიოდში არეულობისთვის უნდა იყოს გამოყენებული, სამწუხაროდ, არსებობს და სამწუხაროდ, ოპოზიცია სრულად არის ჩართული ამ პროცესებში.

უცხო ქვეყანაში მზადდებოდენ გარკვეული აქტივისტები. ბრიტანეთის დაფინანსებით მომზადდენ ლიეტუვაში ქართველი ახალგაზრდებიც. საქართველოშიც დადასტურდა ადგილობრივი ტრენინგები. შეიძლება ვახსენოთ ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ამას არ მალავს და ადასტურებს კიდევაც, რომ რადიკალური ოპოზიცია ემზადება 4 ოქტომბრისთვის, მაგრამ არა არჩევნებისთვის, არამედ დამხობისთვის. რამდენად არის „მშვიდობიანი“ და „დამხობა“ ერთმანეთთან თანხვედრაში, ეს კიდევ ცალკე თემა არის, მაგრამ ის, რომ რადიკალუირ ოპოზიცია ამ გეგმაზე მუშაობს, ფაქტია, დადასტურებულია და რა თქმა უნდა, ქართული სახელმიწფო და ქართველი ხალხი იმოქმედებს შესაბამისად“, -განაცხადა ბოჟაძემ.

ბოჟაძემ უპასუხა კითხვას ინფორმაციაზე, რომ კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, „რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა“. მისი თქმით, არა მხოლოდ კაპროვანში, არამედ სხვა ქვეყანაშიც გაიმართა ტრენინგები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივ არჩევნებს.

„სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიცია უარს არ ამბობს საკუთარ გეგმაზე, რომ ხელისუფლების ცვლილება მოხდეს არეულობით დადესტაბილიზაციით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გეგმა არსებობს ქართული სახელმწიფო და ქართველი ხალხი ასეთი გეგმის განხორციელებას ხელს არ შეუწყობს“, -განაცხადა ბოჟაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია