ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან სატელეფონო საუბრისას უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განიხილა.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრს, დიკ სხოფს უკრაინის სახელმწიფო დროშის დღის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„ახლა ომის დასრულების რეალური შანსი არსებობს და უკრაინა კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის. თუმცა, რუსეთი მშვიდობის მიღწევის სურვილს არ ავლენს და ჩვენი ქალაქების დაბომბვას აგრძელებს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, იმისთვის, რომ რუსეთმა პოზიცია შეიცვალოს ზეწოლა და უმაღლეს დონეზე შეხვედრაა საჭირო.

„ჩვენ უსაფრთხოების გარანტიების საკითხი განვიხილეთ. ახლა უკრაინის, აშშ-ისა და ევროპელი პარტნიორების გუნდები უსაფრთხოების გარანტიების არქიტექტურის შემუშავებაზე მუშაობენ. უახლოეს დღეებში შემუშავება დასრულდება. ასევე, ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება ნიდერლანდებმა თავისი ჩართულობა გააძლიეროს“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს