ლევან ხაბეიშვილი - მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები, ჩვენი ძალა არის საჯაროობა და  სიმართლე

მდინარაძის, კობახიძის და ოხანაშვილის მიერ მოფიქრებული პროვოკაციები, ტყეში, სარდაფში გადაღებული „ფეიკ“ ფილმები და დამპლური თამაშები ვერ შეაშინებს ხალხს, რადგან ჩვენ არ გვჭირდება საიდუმლო შეხვედრები - ჩვენი ძალა არის საჯაროობა, გამჭვირვალეობა და სიმართლე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საბრძოლო იარაღი არის სიმართლე.

„შეშინდნენ მეოცნებეები, ხვდებიან ახლოვდება მათი მშვიდობიანი დამხობა და ახლა, ერთი გზა დარჩათ მხოლოდ, მხოლოდ ერთი!!! - დაგეგმონ, დააორგანიზონ ვიღაც „რემბო“ ტიპები და ფოხანაშვილის ხელით გადაიღონ, გააკეთონ დოკუმენტური ფილმები, შეაშინონ საზოგადოება!!!!

სადღაც „ტყეში", ან „პადვალში“ დასვამენ ვიღაც გაუგონარ „სასტავს“ და აბოდიალებენ რასაც უნდათ - გადაიღებენ და ეცდებიან ხალხს შეასაღონ ფარულ გადაღებად!!! ამიტომ, ასეთ სისულელეებს და მდინარაძე, კობახიძე, ოხანაშვილის სპექტაკლებს, პროვოკაციებს არ უნდა წამოვეგოთ!!! - არანაირი ტყეში გორაობა, სახეზე მწვანე საღებავები და „დამპლური თამაშები“ არ გვჭირდება!!! ჩვენ იარაღი არის სიტყვა და სიმართლე!!!

ეს არის ჩვენი საბრძოლო იარაღი!!! „საიდუმლო“ შეხვედრები და „უტუ-პუტუ“ კი არ გვჭირდება, არამედ პირიქით - საჯაროობა, გამჭვირვალეობა და ღიაობა!!! 4 ოქტომბერს, ჩემს 16 და 14 წლის ვაჟთან ერთად ვიქნები, გამარჯვების დღეზე!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია