ირაკლი კობახიძე - არის გამოწვევები, რაც უკავშირდება, მათ შორის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობებს - ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ანრი ოხანაშვილს

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ანრი ოხანაშვილმა ძალიან მნიშვნელოვანი საქმიანობა გასწია სუს-ში, მიუხედავად იმისა, რომ მცირე ხნით იკავებდა იგი სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობას. ირაკლი კობახიძემ ანრი ოხანაშვილს მადლობა გადაუხადა ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას.

„სუს-ის ხელმძღვანელმა, ბატონმა ანრი ოხანაშვილმა დატოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა. მე მინდა, მას, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო. მიუხედავად იმისა, რომ ის მცირე დროით ახორციელებდა სამსახურის უფროსის მოვალეობას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სამსახურში, რაშიც მას, პირადად, განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის და მადლობა ანრი ოხანაშვილს ყველა იმ საქმისთვის, რომელიც ემსახურებოდა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების განმტკიცებას,"- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ანალიტიკურ საქმიანობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება და ანრი ოხანაშვილს, სწორედ, ეს უმნიშვნელოვანესი მისია ჩაბარდება.

ანრი ოხანაშვილი დაიკავებს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. როგორც მოგეხსენებათ, გამოწვევები საკმაოდ ბევრია ჩვენი ქვეყნის წინაშე, საკმაოდ რთული, კომპლექსური ვითარებაა ჩვენს გარშემო. არის გამოწვევები, რაც არის დაკავშირებული, მათ შორის, აშშ-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობებთან, ასევე რეგიონში არის საკმაოდ კომპლექსური ვითარება. ასეთ პირობებში, ამ საკითხებზე ანალიტიკურ მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა და სწორედ, ეს მნიშვნელოვანი მისია ჩაბარდება ბატონ ანრი ოხანაშვილს, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის რანგში აწარმოებს, სწორედ, ასეთ ანალიტიკურ სამუშაოს. მიზანი იქნება ინფორმაციის დამუშავება და ამის საფუძველზე რეკომენდაციების შემუშავება უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე,"- განაცხადა პრემიერმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა