თინა ბოკუჩავა - ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი უკრაინაში ვერ ჩამოდის, ჩვენ აქ ვართ, რათა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩამოვუტანოთ უკრაინელ ხალხს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას

გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველო და არ მივცემთ მოღალატე ივანიშვილს შესაძლებლობას, საქართველო წაგებულის ნანგრევებში აღმოჩნდეს, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განახადა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები უკრაინაში იმყოფებიან.

“ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. ვულოცავთ მებრძოლ, მედეგ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. უკრაინა მთელი თავისუფალი სამყაროსთვის გახდა ბრძოლის სიმბოლო, მაგრამ აქ ყველაზე მეტად ვრწმუნდებით, რომ უკრაინა ასევე გახდება გამარჯვების სიმბოლო. გაიმარჯვებს უკრაინა, გაიმარჯვებს საქართველო და არ მივცემთ მოღალატე ივანიშვილს შესაძლებლობას, რომ საქართველო წაგებულის ნანგრევებში აღმოჩნდეს. ივანიშვილის მოღალატე რეჟიმი უკრაინაში ვერ ჩამოდის. ჩვენ აქ ვართ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სახელით, რათა ქართველი ხალხის მხარდაჭერა და სოლიდარობა ჩამოვუტანოთ უკრაინელ ხალხს და ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. უკრაინა აუცილებლად მოიპოვებს გრძელვადიან, ღირსეულ, ნამდვილ მშვიდობას და საქართველოც აუცილებლად გავა სამშვიდობოზე. დიდება უკრაინას, დიდება საქართველოს! ღმერთი ფარავდეს საქართველოს, ღმერთი ფარავდეს უკრაინას!” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს