რუსეთმა და უკრაინამ ომის ტყვეები გაცვალეს

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის ტყვეების მორიგი გაცვლა შედგა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ომის ტყვეების მოპყრობის საკოორდინაციო შტაბზე და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტამბოლში მიღწეული შეთანხმებების თანახმად, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეები სამშობლოში დაბრუნდნენ. ამასთან, 68-ე გაცვლის ფარგლებში რვა მშვიდობიანი მოქალაქეც გაათავისუფლეს. გათავისუფლებულთა უმეტესობა ტყვეობაში 2022 წლიდან იმყოფებოდა.

სამშობლოში დაბრუნებული სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობდნენ მარიუპოლისა და ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაცვაში, ასევე იბრძოდნენ ლუგანსკის, დონეცკის, ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ხერსონის, ნიკოლაევის, კიევისა და სუმის მიმართულებებით.

ტყვეობიდან დააბრუნეს ორი უკრაინელი ჟურნალისტიც - დიმიტრი ხილიუკი და მარკ კალიუში. დაბრუნებულებს შორისაა ხერსონის ყოფილი მერი, ვოლოდიმირ ნიკოლაენკოც, რომელმაც უარი თქვა ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე.

უკრაინის ხელისუფლებამ მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საამიროებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაბრუნების ორგანიზებაში დახმარების გაწევისთვის.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს