პიტერ სიიარტო - ვოლოდიმირ ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა და უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის ეროვნული დღესასწაული უნგრეთზე მუქარისთვის გამოიყენა, კატეგორიულად ვგმობთ უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან დაშინებას, - ასე ეხმაურება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერს სიიარტო უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას, რომელმაც მიანიშნა რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ ბედი უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

„ბოლო დღეებში უკრაინამ სერიოზული თავდასხმები განახორციელა ჩვენი ენერგომომარაგების წინააღმდეგ. ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე თავდასხმა სუვერენიტეტზე თავდასხმაა. ომი, რომელთანაც უნგრეთს არაფერი აქვს საერთო, ვერასდროს გაამართლებს ჩვენი სუვერენიტეტის დარღვევას“, - წერს სიიარტო სოციალურ ქსელში.

უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვაბელი უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდებს, უნგრეთის მიმართ მუქარა შეწყვიტოს.

„ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა და უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე“, - წერს პიტერ სიიარტო.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმა პირდაპირ კავშირშია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციასთან. კერძოდ, ზელენსკის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა, მოიპოვა თუ არა უკრაინამ მეტი ბერკეტი უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანზე „დრუჟბაზე“ თავდასხმების შედეგად და ასევე მას შემდეგ, რაც მან აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების პროცესზე ვეტოს მოხსნაში დახმარება გაეწია."ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას. ახლა კი "დრუჟბას" [მეგობრობის] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია