ანდრეი სიბიგა პიტერ სიიარტოს - უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდება თქვენგან იმის მითითება, რა უნდა გააკეთოს, ან თქვას და როდის

უკრაინის პრეზიდენტს არ სჭირდება თქვენგან იმის მითითება, რა უნდა გააკეთოს, ან თქვას და როდის. ის უკრაინის პრეზიდენტია და არა უნგრეთის, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს განცხადებას, რომელმაც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უნგრეთის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა.

„უნგრეთის ენერგეტიკული უსაფრთხოება თქვენს ხელშია. მოახდინეთ დივერსიფიკაცია და გახდით დამოუკიდებელი რუსეთისგან, ისევე როგორც დანარჩენი ევროპა“, - წერს სიბიგა.

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბაზე“ თავდასხმა პირდაპირ კავშირშია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უნგრეთის პოზიციასთან. "ყოველთვის მხარს ვუჭერდით უკრაინასა და უნგრეთს შორის მეგობრობას. ახლა კი "დრუჟბას" [მეგობრობის] არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული", - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ამ განცხადებას პიტერ სიიარტო გამოეხმაურა და ზელენსკი უნგრეთის მიმართ მუქარაში დაადანაშაულა. „ზელენსკის მოვუწოდებთ, შეწყვიტოს უნგრეთის მიმართ მუქარა და უგუნური თავდასხმები ჩვენს ენერგოუსაფრთხოებაზე“, - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს