იოჰან ვადეფული - კიევს სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომელიც ნატო-ს წევრობასთან ახლოს უნდა იყოს

რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ უკრაინისთვის უსაფრთხოების სამომავლო გარანტიები ძალიან ახლოს უნდა იყოს ნატო-ს წევრობასთან, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა განაცხადა.

„ჩვენ არ შეგვიძლია მოვთხოვოთ უკრაინას სერიოზულად განიხილოს ტერიტორიებთან დაკავშირებული დათმობები, თუ ის არ მიიღებს უსაფრთხოების რეალურ გარანტიებს რაც შეიძლება მეტი სახელმწიფოსგან, რომ სულ მცირე დანარჩენ ტერიტორიას საფრთხე არ დაემუქრება“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ვადეფულმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გარანტიები საფრთხეს არ შეუქმნის რუსეთს.

„შემდეგ ეს შეიძლება გახდეს საფუძველი იმისა, რომ ჩვენ, ევროპაში, საბოლოოდ ვიპოვოთ მშვიდობა“, - აღნიშნა გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, უკრაინა უსაფრთხოების გარანტიებით უნდა უზრუნველყონ არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებმა, არამედ სხვა სახელმწიფოებმაც, კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმება არ უნდა გადაიქცეს „დიქტატორულ მშვიდობად“ უკრაინის საზიანოდ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი