პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელსაც თბილისის მერიისგან სამშენებლო ნებართვის მიღება სურდა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალი თანამდებობის პირებად გაეცნენ და მოქალაქე დაარწმუნეს, რომ ვითომდა მათი თანამდებობრივი გავლენების გამოყენებით თბილისის მერიისგან მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის მიღებაში დაეხმარებოდნენ, რაშიც 70 000 აშშ დოლარი მოსთხოვეს.

მოთხოვნილი თანხის ნაწილის აღებისთანავე, საგამოძიებო უწყებამ ორივე ბრალდებული ადგილზე დააკავა. დაკავებულებს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვისი დიდი ოდენობით ნივთის მოტყუებით დაუფლების მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ორივე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება