დავით მათიკაშვილი - საკადრო როტაცია ჯანსაღი პროცესია! მამუკა მდინარაძეს წარდგენა არ სჭირდება! ის არის მაღალი დონის პროფესიონალი, რომელიც ახალი სისხლით და ენერგიით უსაფრთხოების სამსახურს მეტად გააძლიერებს

საკადრო როტაცია და კადრების გადაადგილება სახელმწიფო სისტემაში ჩვეულებრივი, ჯანსაღი პროცესია! გასაკვირი და ახალი არაფერია - ერთ მაღალი დონის პროფესიონალს მეორე მაღალი დონის პროფესიონალი ცვლის, რომელიც ახალი სისხლით, ახალი ენერგიითა და ახალი ძალისხმევით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისთვის მოწოდების სიმაღლეზე იქნება, - ასე უპასუხა უმრავლესობის დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობიდან ანრი ოხანაშვილის გადადგომის და აღნიშნულ პოსტზე მამუკა მდინარაძის წარდგენის შესახებ დასმულ კითხვას.

აქვე მათიკაშვილმა დასძინა, რომ ოხანაშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატში მრჩევლის რანგში მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს.

ანრი ოხანაშვილმა თანამდებობიდან გადადგომის მიზეზი დაწვრილებით, ძალიან დეტალურად განმარტა. ის ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე რჩება. ამ განხრით პრემიერის მრჩევლის ფუნქცია უაღრესად მნიშვნელოვანია. ანალიტიკური გამოცდილება და მაღალი პროფესიონალიზმი, რაც ანრი ოხანაშვილს გააჩნია და „ბექრაუნდად“ მოჰყვება, ჩვენს ქვეყანას წაადგება.

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას, მამუკა მდინარაძეს წარდგენა არ სჭირდება! მას ჩვენი ქვეყანა კარგად იცნობს - არის მაღალი დონის პროფესიონალი, საგამოძიებო სტრუქტურებში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება გააჩნია, არის საკუთარი ქვეყნის გამორჩეული პატრიოტი.

ხელმძღვანელისათვის დამახასიათებელი უნარ-ჩვევა, მაღალი დონის პროფესიონალიზმი, ლიდერობის განსაკუთრებული უნარი, ბუნებრივია, მნიშვნელოვანი სამსახურებრივი ფუნქციების შესრულებაში აუცილებლად წაადგება“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, ანრი ოხანაშვილმა, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა მიმდინარე წლის აპრილის თვეში დაიკავა, თანამდებობიდან 23 აგვისტოს გადადგა. იმავე დღეს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე მამუკა მდინარაძე წარადგინა. კობახიძის განცხადებითვე, ანრი ოხანაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მისი მრჩეველი იქნება.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა