კახა კალაძე მამუკა მდინარაძის სუს-ის ხელმძღვანელად წარდგენაზე - ის არის კარგი ქართველი კაცი, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი, არის პატრიოტი - გულწრფელად ვუსურვებ წარმატებას ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის და ამ სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე წარმატებას უსურვებს მამუკა მდინარაძეს.

„მამუკა წარმატებული ადამიანია. ის წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა საქართველოს პარლამენტში, გახლავთ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი. ის არის კარგი ქართველი კაცი, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ჰყავს ძალიან კარგი ოჯახი. არის ამ ქვეყნის პატრიოტი და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, რასაც უსაფრთხოების სამსახური ჰქვია მინდა გულწრფელად წარმატებები ვუსურვო მას. ამ სამსახურის სწორი და გამართული მუშაობა ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება ანრი ოხანაშვილის თანამდებობიდან წასვლას, მან აღნიშნა, რომ თანამდებობების გადაადგილება ხდება ხოლმე და ამაში ცუდი არაფერია.

„რაც შეეხება კადრების გადაადგილებას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დავიწყოთ იქიდან, რომ ანრი არსად წასულა, ის რჩება გუნდში და თუ რა მიმართულებით გააგრძელებს მუშაობას, ეს ცხადი იქნება მომდევნო დღეების განმავლობაში. ის, რომ თანამდებობების გადაადგილება ხდება ხოლმე ამაში ცუდი არაფერია“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა