ქმრის მკვლელობაში ბრალდებული 25 წლის ქალი - დანა კი არ გავრეცხე, ონკანში ჩავაგდე, წყალი მოშვებული იყო, საჭმელს ვაკეთებდი - პოლიციის განყოფილებაში ჩემზე ფსიქოლოგიურად იძალადეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 25 წლის თეკლა გერსამიას განცხადებით, პოლიციის განყოფილებაში მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს და აღიარებით ჩვენებასაც ხელი ამიტომ მოაწერა.

ამასთან, ქმრის მკვლელობაში ბრალდებული ქალი ირწმუნება, რომ მკვლელობის იარაღი, დანა მას არ გაურეცხავს, „უბრალოდ ნიჟარაში ჩააგდო, სადაც წყალი იყო მოშვებული“.

თეკლა გერსამია იმასაც ამბობს, რომ მას არც მიმალვა უცდია, დედასთან კი მხოლოდ შვილის წასაყვანად წავიდა.

„მე მარტო ის შემიძლია ვთქვა, რომ ფსიქოლოგიურად იძალადეს ჩემზე. ძალიან ემოციური ადამიანი ვარ. ოთახში რომ ვიყავი, 10 ადამიანი იყო, მიმეორებდნენ: „შენ დაჭერი“, „შენ დაჭერი“, „აღიარე, ხელი მოაწერე და გაგიშვებთ სახლშიო“. იმ წუთას რასაც ამბობდნენ, იმას ვაკეთებდი, რომ ჩემს შვილთან წავსულიყავი. ნახევარი არ მახსოვს, იქ რა მოვყევი. თუ მე ადამიანი განზრახ მოვკალი, მაშინ ის ადამიანი რატომ ჩამოვიყვანე სადარბაზოში და რატომ მივიყვანე კლინიკაში?! ვითხოვდი ადვოკატს, ფსიქოლოგიურად ვერ ვიყავი კარგად და დახმარება მჭირდებოდა.

მიმალვაზე გეტყვით, რომ მყავს 4 წლის შვილი. ლუკა რომ მივიყვანე კლინიკაში და თქვეს კარგადაა, ერთადერთი განზრახვა მქონდა, ბავშვი წამეყვანა დედაჩემთან. არ მივმალულვარ. დარეკა პოლიციამ და დედამ უთხრა, ახლავე მოვიყვანო, მალევე მივედი პოლიციაში. საჭმელს ვაკეთებდი, წყალი მოშვებული იყო, დანა ჩაგდებული, გარეცხილი არა. რომ შედიხარ სახლში, ეგრევე „კუხნაა“ და ჩავაგდე, არც დამიმალავს ეს დანა. ამოვიტანე და ონკანში ჩავაგდე“, - აცხადებს ბრალდებული, რომლის ჩვენების შესახებ ინფორმაციასაც „ტვ პირველი“ ავრცელებს.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ 25 წლის თეკლა გერსამიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. თავად ბრალდებული თეკლა გერსამია ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ იმასაც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, 22 აგვისტოს ცოლმა ქმარი ცივი იარაღით მოკლა. შსს-ს თანამშრომლებმა ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულმა მეუღლეს დაზიანებები ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებული გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო