თინა ბოკუჩავა და „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა ლიდერები უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს შეხვდნენ

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის ლიდერები, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ოლენა შულიაკს შეხვდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ დღეს ვხვდებით უკრაინის ოფიციალურ პირებს, მათ შორის შევხვდით პრეზიდენტი ზელენსკის მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ოლენა შულიაკს. გვსურს, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის“, მიხეილ სააკაშვილის სახელით დავუდასტუროთ ქართველი ხალხის სოლიდარობა და მხარდაჭერა მაშინ, როდესაც დღევანდელ არალეგიტიმურ რეჟიმს არ მიესვლება უკრაინის მთავრობასთან, რადგან ისინი ფსონს რუსეთის გამარჯვებაზე დებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა მოიპოვებს მშვიდობას, მშვიდობას მოიპოვებს საქართველოც. ეს იქნება გრძელვადიანი და სამართლიანი მშვიდობა და ამისთვის ჩვენ ვმუშაობთ უკრაინაში, ისევე როგორც ევროპულ დედაქალაქებში და ვაშინგტონთან, რომ საქართველო გახდეს დიდი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი და ჩვენ დავუბრუნდეთ ევროატლანტიკურ და ევროინტეგრაციის გზას,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს