გიორგი ბარამიძე - უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებად მიგვაჩნია და დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას, ჩვენს რეგიონშიც მიეხედება პუტინს და უფრო მიეხედება პუტინის მეხუთე კოლონას საქართველოში

„ნაციონალური მოძრაობის”, მიხეილ საკაშვილის და ქართველი ხალხის სახელით გამოვხატავთ სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ. უკრაინის გამარჯვება, საქართველოს გამარჯვებაცაა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, რომ უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ კიევში და ჩვენს ძმებს, უკრაინელ ხალხს არამარტო მივულოცოთ დამოუკიდებლობის დღე, არამედ კიდევ ერთხელ გამოვხატოთ მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობის“ და უამრავი თანამოქალაქის სოლიდარობა. მინდა ვუთხრათ მათ, რომ ჩვენ ვართ თქვენთან. უკრაინის გამარჯვება მიგვაჩნია საქართველოს გამარჯვებად და დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინა დაამყარებს სამართლიან მშვიდობას, ჩვენს რეგიონშიც პუტინს მიეხედება და უფრო ადვილად მიეხედება პუტინის მეხუთე კოლონას საქართველოში,” - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს