კიტ კელოგი - ომის წარმოება ადვილია, მაგრამ მშვიდობის მიღწევა რთული, ომის დაწყება ადვილია, მისი შეჩერება ნამდვილად ძალიან რთული და სწორედ აქ ვართ ახლა

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელის, კიტ კელოგის განცხადებით, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, დაასრულოს მკვლელობები და შეაჩეროს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ.

კიტ კელოგმა კიევში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დიპლომატიურ ფრონტზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალასკაში ვლადიმერ პუტინს, ხოლო ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელ ლიდერებს შეხვდა.

კელოგმა ხაზი გაუსვა, რომ ომის დასრულება ადვილი საქმე არ არის, მაგრამ დონალდ ტრამპი მშვიდობის პრეზიდენტია და უკრაინაში მკვლელობებისა და ნგრევის დასრულებისკენ მიისწრაფვის.

„ხედავთ სამშვიდობო პროცესს, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ვიმედოვნებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მივაღწევთ ისეთ პოზიციას, სადაც გვექნება უკეთესი, გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიები“, - აღნიშნა კელოგმა.

მან იმედი გამოთქვა, რომ ერთ წელიწადში, 2026 წელს, დამოუკიდებლობის დღეს, უკრაინა მსოფლიოში სხვა ქვეყანა იქნება.

„ეს რთული, ძალიან რთული ამოცანაა. პრეზიდენტი ტრამპი ამას აღიარებს. მეც ვაღიარებ. ყველანი ვაღიარებთ ამას. არ მსიამოვნებს ამის თქმა: ომის წარმოება ადვილია, მაგრამ მშვიდობის მიღწევა რთულია. ომის დაწყება ადვილია, მაგრამ ომის შეჩერება ნამდვილად ძალიან რთულია და სწორედ აქ ვართ ახლა“, - აღნიშნა კელოგმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს