დონალდ ტრამპი - ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები

ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკი არ მოსწონს - მათ ერთმანეთი არ მოსწონთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებს განუცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არიდებს თავს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „მას ის არ მოსწონს“.

„მათ ერთმანეთი არ მოსწონთ. პუტინმა თქვა: „დონალდ ტრამპი პრეზიდენტი, რომ ყოფილიყო ომი არ დაიწყებოდა“. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, გასული ორშაბათის შემდეგ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი კიდევ ჰქონდა.

„ყველა საუბარი, რაც მასთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს