ვოლოდიმირ ზელენსკი კიტ კელოგს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენეს კიტ კელოგს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ავრცელებს.

„აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან კარგი შეხვედრა მქონდა. უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერისთვის მადლიერია. მნიშვნელოვანია, რომ ვაშინგტონში ევროპელ ლიდერებთან ჩვენი შეხვედრისას მიღწეული შედეგების რეალიზება მოხდეს. ვაფასებთ აშშ-ის მზადყოფნას, რომ უკრაინის უსაფრთხოების არქიტექტურის ნაწილი იყოს. ველით, რომ უსაფრთხოების ძირითადი საფუძვლების განსაზღვრა მალე მოხდება“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.

მისი თქმით, „რუსეთზე ზეწოლის მიზნით სანქციები და ტარიფები დღის წესრიგში უნდა დარჩეს და უკრაინა ლიდერების ფორმატში მონაწილეობისთვის მზად არის“.

„ეს ფორმატი ძირითადი საკითხების მოსაგვარებლად არის საჭირო. ახლა იგივე მზადყოფნა მოსკოვის მხრიდანაც საჭიროა“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, კიტ კელოგთან შეხვედრაზე სამხედრო და ჰუმანიტარული საკითხები განიხილა.

„სამხედრო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია როგორც უკრაინისთვის, ასევე აშშ-თვის და ორი შესაძლებლობა არსებობს - იარაღის შესყიდვისა და დრონების შესახებ შეთანხმება. ასევე, ჰუმანიტარული საკითხი - ყველა გატაცებული ბავშვის დაბრუნება. ვიმედოვნებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და პირველი ლედი რუსეთის მიერ უკანონოდ გატაცებული ბავშვების დასაბრუნებლად პირად ძალისხმევას გააგრძელებენ“, - აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს