დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თავდაცვის დეპარტამენტის სახელწოდებას ომის დეპარტამენტით შეცვლის

ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის სახელწოდებას ომის დეპარტამენტით შევცვლით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრისას განაცხადა.

„პიტ ჰეგსეტი შესანიშნავად მუშაობს, როგორც ამას მე ვუწოდებ, ომის დეპარტამენტში. როგორც იცით, ჩვენ თავდაცვის დეპარტამენტი გვაქვს, მაგრამ ჩვენ შორის რომ დარჩეს, ვფიქრობ, რომ სახელწოდებას შევცვლით“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „როდესაც მისი სახელწოდება ომის დეპარტამენტი იყო, აშშ-ის გამარჯვების დაუჯერებელი ისტორია ჰქონდა“.

„შემდეგ სახელი გადავარქვით და თავდაცვის დეპარტამენტით შევცვალეთ. ვფიქრობ, ეს ის არის, რასაც მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოისმენთ ან ნახავთ. ალბათ, ეს ცვლილება მომდევნო კვირაში ან მოგვიანებით მოხდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, ლი ჯე მიონთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სურს ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს წელს შეხვდეს.

„ჩვენ შეხვედრა გვსურს. მას შესანიშნავად ვუგებ. ბევრ ხალხს ვხვდები, ძნელი სათქმელია, მაგრამ მასთან შეხვედრა წელს მსურს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი