ვიქტორ ორბანი - უნგრეთის მიმართ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარას ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება - ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მუქარა ბუდაპეშტის მიმართ უპასუხოდ არ დარჩება, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

„ზელენსკი ღიად დაემუქრა უნგრეთს. აღიარა, რომ ისინი „დრუჟბას“ ნავთობსადენს ბომბავენ, რადგან ჩვენ არ ვუჭერთ მხარს მათ ევროკავშირში გაწევრიანებას. აქედან გამომდინარეობს, რომ უნგრელებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. ზელენსკის სიტყვებს ხანგრძლივი შედეგები მოჰყვება“, - აღნიშნა ორბანმა.

მისი თქმით, ევროკავშირში შანტაჟით, დაბომბვებითა და მუქარით შესვლა შეუძლებელია.

შეგახსენებთ, 24 აგვისტოს ზელენსკიმ მიანიშნა, რომ ნავთობსადენ „დრუჟბას“ არსებობა უნგრეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს