გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი - თუ პუტინი ფიქრობს, რომ დროის გაწელვა შეუძლია, არასწორად გაუთვლია - უკრაინელების ზურგს უკან არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება, ეს ჩვენი საერთო ევროპული დაპირებაა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული მიიჩნევს, რომ რუსეთის ქმედებები ეჭვქვეშ აყენებს იმას, რომ რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს, უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის მიღწევა სურს.

ვადეფული პუტინს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე გამართოს ორმხრივი მოლაპარაკებები უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„თუ პრეზიდენტი პუტინი ფიქრობს, რომ დროის გაწელვა შეუძლია, მაშინ არასწორად გაუთვლია“, - აცხადებს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაგრძელება, რის გამოც ევროკავშირი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს ამზადებს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ახლა პუტინზეა დამოკიდებული იმის დამტკიცება, რომ ის ნამდვილად მზადაა უკრაინაში მიმდინარე ომში სამართლიანი მშვიდობის მისაღწევად იმუშაოს.

„ყველაფრის შემდეგ, რაც ვნახეთ, ამის შესახებ სერიოზული ეჭვები არსებობს“, - აცხადებს იოჰან ვადეფული.

მისი თქმით, კიევმა უკვე გადადგა ნაბიჯი წინ, როდესაც სამშვიდობო მოლაპარაკებებს ყოველგვარი დამატებითი წინაპირობების გარეშე დათანხმდა.

ამასთან, ვადეფული ხაზს უსვამს, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ იქნება.

„ერთი რამ ცხადია: უკრაინელების ზურგს უკან არანაირი მოლაპარაკებები არ იქნება. ეს ჩვენი საერთო ევროპული დაპირებაა“, - აცხადებს ვადეფული.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს