თბილისის საქალაქო სასამართლოში საბა სხვიტარიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრის, საბა სხვიტარიძის დასკვნითი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

სხვიტარიძეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსის, მირიან ქავთარაძის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

სასამართლო პროცესს ესწრება თავად ბრალდებულიც.

„საბა, წამოხვალ სახლში“? - მიმართეს მას დარბაზში მყოფმა ახლობლებმა, რასაც სხვიტარიძემ ღიმილით უპასუხა, რომ „ეზარება“.

ამ წუთებში, სასამართლოში ადვოკატი ირაკლი ჩომახაშვილი დასკვნით სიტყვას წარმოთქვამს. ის იმ გარემოებებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც გამოძიებამ არ გააკეთა. კერძოდ კი, ჩომახაშვილის თქმით, საქმეში არსებულ ვიდეოჩანაწერებზე ნამდვილობის დასადასტურებლად გამომძიებელს ექსპერტიზა არ დაუნიშნავს.

მისივე განცხადებით, საქმეში ნეიტრალური ვიდეომასალა წარმოდგენილი არ არის და რაც საქმეში დევს, ის უტყუარობის სტანდარტით არაა წარმოდგენილი.

ცნობისთვის, საბა სხვიტარიძეს თავდაპირველად ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.

სახელმწიფო ბრალდება მას ედავებოდა, რომ სხვიტარიძის ქმედების შედეგად მირიან ქავთარაძემ ფიზიკური დაზიანება მიიღო, კერძოდ კი, მას თავი ჰქონდა გატეხილი.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. თუმცა, სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს წარდგენილი ბრალდება 120-ე მუხლით გადაუკვალიფიცირდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ისჯება ჯარიმით, ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ექვს თვემდე, ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

ამასთან, საბა სხვიტარიძეს საქმეში დაზარალებულის სტატუსი აქვს. ის სამართალდამცავების მხრიდან დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის რამდენიმე ეტაპზე მიუთითებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება