სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე შეუშვეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესზე შეუშვეს. როგორც ადვოკატმა ეკა ბესელიამ სხდომათა დარბაზში განმარტა, სალომე ზურაბიშვილს პირადობის მოწმობა მოუტანეს და ამის შემდგომ მოხდა მისი დაშვება პროცესზე.

მანამდე ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი აქციაზე დაკავებული 11 პირის სხდომაზე დასასწრებად მივიდა, თუმცა ის სხდომათა დარბაზში მანდატურებმა არ შეუშვეს იმ მიზეზით, რომ მას პირადობის მოწმობა არ ჰქონდა. ადვოკატის განმარტებით, ზურაბიშვილს პირადობის მოწმობის ელექტრონული ვერსია ჰქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ის დარბაზში მაინც არ შეუშვეს.

„ვთხოვე სხდომის მდივანს, თქვენთვის ეთქვა ის, რომ მანდატურის სამსახურს სხდომათა დარბაზში შემოეშვა სალომე ზურაბიშვილი და თქვენ უარი განაცხადეთ… გვითხოვია თანაშემწისთვის, რომ როცა პირადობის ვერსია არ ჰქონია პირს, შემოგეშვათ და მაინც შემოგიშვიათ… ახლა ეს უხერხულია.

ყოფილი არ არსებობს, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნახევარ საათზე მეტია დგას შემოსასვლელთან და უხერხულია, როდესაც მას არ უშვებენ სასამართლოში. მაინტერესებს თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. არ ყოფილა ისეთი პრეცედენტი, როდესაც იდენტიფიცირებულია [პირადობაზე პირის ვინაობა და არ შემოუშვეს დარბაზში]“, - მიმართა ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ მოსამართლეს.

აღნიშნულზე განმარტებები გააკეთა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა.

„ხომ ბრძანეთ, რომ პირადობა არ აქვსო, პირადობის ქონის შემთხვევაში არასდროს ყოფილა სასამართლოში შემოსვლა პრობლემა. დღევანდელ სხდომაზე დასკვნით სიტყვას ვისმენთ ქალბატონო ნათია და შესაბამისად, სასამართლოს მოახსენეთ, დაცვის მხარიდან რომელი იტყვის დასკვნით სიტყვას“, - განმარტა გალუსტაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს