რას უნდა მივაქციოთ ყურადღება ბინის შეძენისას? – „თბილისის აკრების“ განსაკუთრებული შეთავაზება 20 სექტემბრამდე

ზაფხული საუკეთესო დროა ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, როგორიც ბინის შეძენაა, რადგან კომპანიები თავადაც ამ დროს იწყებენ ახალი სეზონისთვის მზადებას და როგორც წესი, ყველაზე ოპტიმალურ პირობებს გვთავაზობენ ხოლმე.

თუ ახალ სახლის შეძენა გაქვთ დაგეგმილი, აუცილებლად უნდა იცოდეთ თბილისის პირველი თვითმყოფადი უბნისა და ყველაზე ავთენტური პროექტის - „თბილისის აკრების“ შესახებ, სადაც 20 სექტემბრამდე განსაკუთრებული შეთავაზება მოქმედებს. კერძოდ, ახლა შესაძლებლობა გაქვთ, ბინის შეძენა სასტარტო ფასად მოასწროთ და სოლიდური თანხა დაზოგოთ, რადგან 20 სექტემბრიდან ფასი გაიზრდება.

პირველ თვითმყოფად უბანს აქვს დედაქალაქში ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობა, რადგან მარტივად უკავშირდება მთავარ სავაჭრო და ბიზნეს ობიექტებს, ცენტრალურ გამზირებს. „თბილისის აკრები“ ხორციელდება 62 ჰექტარ ტერიტორიაზე, სტრატეგიულად ორ ყველაზე მოთხოვნად უბანს - ვაკესა და საბურთალოს შორის, ნაფეტვრებისკენ მიმავალ გზაზე, უნივერსიტეტის ქუჩიდან რამდენიმე წუთის სავალზე. აქ ყველაფერია, რაც თანამედროვე ადამიანს სჭირდება სრულყოფილი ცხოვრებისთვის. სპეციალურად „თბილილის აკრებისთვის“ იგეგმება ახალი გზის მოწყობაც, რომელიც ვაკიდან დაუკავშირდება პირველ თვითმყოფად უბანს.

დეტალურად განვიხილოთ, რას უნდა მიაქციო ყურადღება ბინის შეძენისას და რატომ არის „თბილისის აკრები“ საუკეთესო არჩევანი:

თანამედროვე ადამიანს სწრაფი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე მუდმივად სჭირდება, ყველა სერვისი სახლთან ახლოს ჰქონდეს, მარტივად შეეძლოს ქალაქის მნიშვნელოვან ობიექტებთან მოხვედრა და ამავდროულად, ჯანსაღ გარემოში ცხოვრებით იზრუნოს საკუთარ და ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე. გარდა ამისა, ბინის შერჩევისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი არის სამშენებლო მასალების ხარისხი და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა, რასაც „თბილისის აკრები“ სრულად აკმაყოფილებს.

მოსახერხებელი ადგილმდებარეობა, გამწვანება, დაბალი განაშენიანება და გამართული ინფრასტრუქტურა - ეს ის მთავარი მახასიათებლებია, რასაც ბინის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ. დედაქალაქის პირველ თვითმყოფად უბანში, „თბილისის აკრებში“ შექმნილია ყველა პირობა, რაც კომფორტულად ცხოვრებისთვის არის საჭირო.

მობინადრეებს წვდომა ექნებათ ურბანიზაციისთვის დამახასიათებელ ყველა ტიპის სერვისსა და ინფრასტრუქტურაზე და ამასთანავე, იცხოვრებენ ტყის მასივთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, სადაც შენობებს ტერიტორიის მხოლოდ 15% უჭირავს. საცხოვრებელ სახლებთან ერთად განაშენიანება თითქმის ყველა ტიპის სოციალურ სივრცეს მოიცავს, მათ შორის საგანმანათლებლო, სპორტულ, კულტურულ, მოსასვენებელ, გასართობ და სავაჭრო დაწესებულებებს, რაც უმნიშვნელოვანესია ოჯახებისთვის, რადგან ბავშვებს ფაქტობრივად არ მოუწევთ კომპლექსის ტერიტორიის დატოვება. უბნის 85% იკავებს ბუნებრივი ლანდშაფტი, რომელიც უფრო მეტად გამწვანდა ადგილობრივი ფლორისთვის შესაბამისი მცენარეებით.

უბანი აერთიანებს ყველა იმ ფუნქციასა და სერვისს, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ნაწილში გვხვდება. ამ გზით ხდება ფუნქციური დატვირთვის დეცენტრალიზაცია და გადანაწილება, რაც ქმნის შესაძლებლობას შემცირდეს გადაადგილება ქალაქის სხვა უბნებში. სპეციალურად „თბილისის აკრებში“ მისასვლელად, იგეგმება ახალი გზის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს უბნის კიდე უფრო მარტივ ინტეგრაციას ქალაქის ინფრასტრუქტურაში და მობინადრეებს დაეხმარება, დაზოგონ დრო.

მოასწარი 20 სექტემბრამდე, ბინის შეძენა ქალაქის პირველ თვითმყოფად უბანში სასტარტო ფასად! მეტი დეტალისთვის ეწვიეთ ბმულს Tbilisiacres.ge ან დაუკავშირდით „თბილისის აკრების“ ოფისს ნომერზე: +995 (32) 290 05 05

(R)

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო