კახა კალაძე - ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის განვითარება, თითოეული თბილისელის კეთილდღეობა

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობს შეხვედრებს პარტიულ აქტივთან. დღეს კახა კალაძე გლდანის, ნაძალადევის, დიდუბის, ჩუღურეთისა და ისნის რაიონების პარტიულ ოფისებს ესტუმრა.

წინასაარჩევნო გარემო და სამზადისი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, დედაქალაქში დაგეგმილი სიახლეები იყო შეხვედრების მთავარი თემა.

„ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რამდენად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის არჩევნები, სწორედ მასზეა დამოკიდებული დედაქალაქის განვითარება, თითოეული თბილისელის კეთილდღეობა. ჩვენ გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ამომრჩევლის წინაშე, თქვენ კი ხართ ის ხალხი, ვინც მოქალაქეებამდე უნდა მიიტანოთ ყველა სიახლე და გეგმა, რასაც მომავალი 4 წლის მანძილზე ვაპირებთ.

ამდენად, თქვენი ჩართულობა, თქვენი მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში არის უმნიშვნელოვანესი.

როგორც იცით, უამრავი მაგარი პროექტი განვახორციელეთ გასული წლების მანძილზე თბილისში, ყველა ხედავს რამდენად მასშტაბური სამუშაო გავწიეთ, რომ თბილისი ყოფილიყო უფრო მწვანე, უფრო

მოწესრიგებული ინფრასტრუქტურით, განახლებული ტრანსპორტით, მოდერნიზებული ქუჩებით, თუმცა რჩება ბევრი გამოწვევა, რასაც ერთობლივი ძალისხმევით, პრობლემის გადაჭრის ზუსტი ცოდნით უნდა ვუპასუხოთ.

რაც მთავარია, ზურგს გვიმაგრებს მოსახლეობის დიდი მხარდაჭერა და პოლიტიკური გუნდი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის განვითარებაზე და საკუთარი მოსახლეობის ინტერესებზეა ორიენტირებული,"- განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის რაიონულ ორგანიზაციებში გამართულ შეხვედრას თბილისის საკრებულოში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები დაესწრნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი