კახა კალაძე - პრემიერის კაბინეტში მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა - იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ

პრემიერ-მინისტრის კაბინეტში პირდაპირ მუქარა, შანტაჟი და შეურაცხყოფა მიდიოდა, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი გაგვეჩაღებინა - იყო დაპირებები: ჩვენ ყველაფრით დაგეხმარებით, შესაბამისი ტექნიკით იქნებით უზრუნველყოფილი და ასე შემდეგ, - ეს განცხადება დღეს, ჟურნალისტებთან თბილისის მერმა და მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ გააკეთა.

კითხვაზე, აქვთ თუ არა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება, კალაძემ განაცხადა: “რა თქმა უნდა, მტკიცებულება არსებობს და თუ საჭიროება და აუცილებლობა იქნება, აუცილებლად იმოქმედებენ“.

„ისევ და ისევ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობია ისე იყო, როგორც არის!

მაშანტაჟებ იმით, თითქოს მე ევროპა და ევროკავშირი არ მინდა. მე გეუბნებით, რომ ყველა წინაპირობა, რაც გაწერილია ასოცირების ხელშეკრულებით, შესრულებული მაქვს და იმ ქვეყნებზე წინ ვარ, ვისაც ჩემზე წინ აყენებ - იღებ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მე უსამართლოდ მსჯი.

ჩვენ ყველაფერი გაკეთებული გვაქვს - აგერ, გახსენით მოლაპარაკებები და გადაწყვეტილებას დღესვე მივიღებთ!

გინდათ მოლაპარაკებები გახსნათ? - მზად ვართ! გინდათ ევროკავშირში მიგვიღოთ? - მზად ვართ! ისიც გვესმის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად უნდა გაძლიერდეს და წინ წავიდეს, რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი გახდეს. ეს მარტივი არ არის და კარგად გვესმის, მაგრამ რატომ გვაშანტაჟებ ხან კანდიდატის სტატუსით, ხან მოლაპარაკებების გახსნით და ახლა უკვე ვიზალიბერალიზაციით?!

კანდიდატის სტატუსის თემამ ვერ გაჭრა და რევოლუცია ვერ მოაწყვეთ! მოლაპარაკებების გახსნა-არ გახსნის თემამ ვერ გაჭრა და რევოლუცია ვერ მოაწყვეთ! ახლა ვიზალიბერალიზაციით ცდილობთ და მანდაც დამარცხდებით.

რადიკალიზმი, ბოროტება და აგენტურა ყოველთვის განწირულია მარცხისთვის“, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია