გაერო ღაზაში საავადმყოფოზე დარტყმაზე - ეს შოკისმომგვრელი და მიუღებელია - გამოძიებამ შედეგი უნდა გამოიღოს, სამართლიანობა უნდა აღდგეს

გაერო ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და აცხადებს, რომ „საჭიროა სამართლიანობის აღდგენა“.

„ეს შოკისმომგვრელი და მიუღებელია. ბევრი კითხვა ჩნდება ჟურნალისტების მიზანში ამოღებასთან დაკავშირებით, აუცილებელია ყველა ამ ინციდენტის გამოძიება და პასუხისმგებელი პირების პასუხისგებაში მიცემა“, - განაცხადა გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისის პრესსპიკერმა თამინ ალ-ხიტანმა.

ამასთან, მან ისაუბრა ღაზაში ადამიანების დაღუპვის ფაქტებზე ისრაელის მიერ წარსულში ჩატარებულ გამოძიებებზე და აღნიშნა:

„ამ გამოძიებებმა შედეგი უნდა გამოიღოს. სამართლიანობა უნდა აღდგეს. ჯერ არ გვინახავს შედეგები ან პასუხისმგებლობის ზომები“.

შეგახსენებთ, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მდებარე საავადმყოფოზე განხორციელებულ დარტყმებს 20 ადამიანი, მათ შორის 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მათ საავადმყოფოს ტერიტორიაზე „ჰამასის“ მიერ განთავსებული კამერა დააფიქსირეს, რომელიც თავდაცვის ძალების ჯარების მოქმედების გასაკონტროლებლად გამოიყენებოდა.

„ჯარისკაცებმა საფრთხის მოსაშორებლად კამერაზე დარტყმით იმოქმედეს“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, დაღუპულთაგან ექვსი „ტერორისტი“ იყო და რომ ჟურნალისტები მათი სამიზნე არ ყოფილან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!